ტრანსპორტი

ტრანსპორტი

ახალციხის მუნიციპალიტეტს  თანამედროვე  სტანდარტებით  აღჭურვილი   18  სამგზავრო ავტობუსი  და ფორდის ტიპის 3 მიკროავტობუსი ჰყავს. EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები   47  მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ხოლო ფორდის ტიპის,  M2 კატეგორიის  მიკროავტობუსები 18 ადგილიანია.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი  მიზნები და ამოცანები
  • დადგენილი ტარიფების შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტრანსპორტით მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის მომსახურება;
  • მუნიციპალური და საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტის ერთიან სამარშუტო ქსელში მოძრაობის ოპერატიული მართვა;
  • სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ადგილას ელექტრონული საინფორმაციო დაფების განლაგება და მათი მართვა;
  • საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების გამართული ფუნქციონირება, მოვლა-პატრონობა;

საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადგენილი მარშრუტებით, განრიგითა და ხელმისაწვდომი ტარიფებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს და დასახლებას ემსახურება.  ასევე,  რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას  როგორც უფასოდ, ისე  გარკვეული შეღავათით მგზავრობის უფლება აქვთ  სხვადასხვა კატეგორიის სოციალურ ჯგუფებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  მუნიციპალური ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასოდ მგზავრობის უფლება აქვთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირებს;
  • ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.

გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტით  რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი ტარიფით  – 50% – იანი ფასდაკლებით მგზავრობის უფლება აქვთ

  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ქალაქ ახალციხეში,  შიდა საქალაქო მარშრუტებზე  მგზავრობის ღირებულება  50 თეთრია,  ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით მგზავრობის საფასური 1 ლარს შეადგენს.