სპორტკომპლექსი

სპორტკომპლექსი

ახალციხის სპორტული კომპლექსი

ქალაქ ახალციხეში, თანამედროვე სტანდარტების მქონე,  მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ფუნქციონირებს. იგი აღჭურვილია ისეთი ინფრასტრუქტურით, რომელიც  ყველა ასაკისა და ინტერესის მომხმარებელს იზიდავს.

სპორტკომპლექსი მოიცავს დიდ (33×25 მეტრი) და მცირე (16×7 მეტრი) საცურაო აუზებს. ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთისთვის. მცირე აუზით მოზარდები და ბავშვები სარგებლობენ.

სპორტული კომპლექსის მრავალფუნქციურ შენობაში, საცურაო აუზების გარდა, ასევე ფუნქციონირებს ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები, რაც უზრუნველყოფს როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სპორტის მრავალფეროვან შესაძლებლობებს. თითოეულ სივრცეს აქვს გასახდელები და საშხაპეები,  მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოწყობილია ავტოსადგომი.

სპორტკომპლექსი სრულად არის ადაპტირებული სპეციალური  საჭიროებების მქონე  პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ წვდომას და ინკლუზიურ გარემოს.

სპორტული კომპლექსი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტი განხორციელდა „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში.

ახალციხის სპორტული კომპლექსი, როგორც რეგიონის ახალი საზოგადოებრივი ცენტრი, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  სპორტის განვითარებას,  სპორტული აქტივობების ხელმისაწვდომობას,  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების ჩართულობას სპორტში.

https://www.facebook.com/profile.php?id=61586406054531