მუნიციპალიტეტის სიმბოლოები
28 აპრილი, 2026 2026-05-08 16:24მუნიციპალიტეტის სიმბოლოები
ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები
ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა შესრულებულია ჰერალდიკის საერთაშორისო კანონების დაცვით და ახალციხის ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა: გერბის ფარი ჰორიზონტალურად, ორ ნაწილად არის ქონგურისებურად გადაკვეთილი. პირველი ნაწილი – ვერცხლის ველზე ჰორიზონტალურად მოთავსებულია მეწამული მახვილი ორი თანმხლები მეწამული ჯვრით. მეორე ნაწილი – ციხის გალავნის აღმნიშვნელ შავკონტურებიან მწვანე ველზე ოქროს მწოლიარე ლომი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლმწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – „ახალციხე“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა:
დროშა არის ქონგურისებურად გაყოფილი ორ ჰორიზონტალურ ნაწილად – თეთრ და მწვანე ველებად. თეთრ ველს უჭირავს დროშის ოთხი მეხუთედი, მასზე ჰორიზონტალურად მოთავსებულია მეწამული მახვილი ორი თანმხლები მეწამული ჯვრით. მეორე ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს და უჭირავს დროშის ერთი მეხუთედი. დროშის პროპორცია არის ორი მესამდი.