არქიტექტურა
28 აპრილი, 2026 2026-05-22 19:12არქიტექტურა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში არქიტექტურულ-სამშენებლო ნებართვების გაცემა ხორციელდება მუნიციპალური სერვისების პლატფორმის – MS.GOV.GE-ს საშუალებით.
„სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქთმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით დაინერგა ერთი ფანჯრის პრინციპი და ამოქმედდა ელექტრონული სისტემით საქმისწარმოება.
მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად განცხადებით მიმართონ მუნიციპალიტეტს, „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ (MSDA) ელექტრონული განცხადებების პლატფორმის MS.GOV.GE -ის საშუალებით.
MSDA-ს ელექტრონული სისტემა შედგება 3 პლატფორმისგან:
- მოქლაქეთა ელექტრონული პორტალი: https://ms.gov.ge
- საქართველოს ინტერაქტიული რუკა https://maps.municipal.gov.ge
- დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა: https://apps.gov.ge
მოქალაქეთა ელექტრონული პორტალიდან რეგისტრირდება შემდეგი სახის განცხადებები – I კლასის სამშენებლო ნებართვები, ქალაქთმშენებლობითი პროექტები, ნაკვეთის გამიჯვნა-გაერთიანება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა განაცხადები. აღნიშნული განცხადებები ავტომატურად აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და საჯარო იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
პორტალზე დარეგისტრირება შესაძლებელია, როგორც პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით, ისე მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით (საქართველოს იუსტიციის სახლებში შესაბამისი პროცედურის გავლის გზით).