ახალციხის სერვის-ჯგუფი

ახალციხის სერვის-ჯგუფი

ახალციხის სერვის ჯგუფის მიზნები და ამოცანები
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების, ბაღების, სკვერების, საერთო სარგებლობის თავშეყრის ადგილების დაგვა/დასუფთავება, მოვლა/პატრონობა, ნარჩენების შეგროვება/გატანა, კეთილმოწყობა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების სისტემის მოვლა/პატრონობა, აღდგენა/რეაბილიტაცია;
  • საყოფაცხოვრებო და მყარი ნარჩენების შეგროვება და განათავსების ადგილებზე ტრანსპორტირება;
  • სანიაღვრე ბუნკერების შეკეთება/აღდგენა;
  • სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა;
  • მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნარგავების და ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა;
  • საზოგადოებრივი სარგებლობისა და თავშეყრის ობიექტების, სანაგვე ბუნკერების, დერატიზაცია, დეზინფექცია, დეზინსექცია;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზების, ხიდების, საფეხმავლო ბილიკებისა და სხვა საგზაო ნაგებობების, სხვადასხვა საგზაო ნიშნების მოვლა/პატრონობა, აღდგენა/რეაბილიტაცია;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა გასართობი ატრაქციონების, გარე გამოყენების სპორტული მოწყობილობების აღდგენა/რეაბილიტაცია;
  • საერთო სარგებლობის სველი წერტილების მოვლა/პატრონობა, აღდგენა/რეაბილიტაცია;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიკედლებული ცხოველების იმუნიზაცია, კასტრაცია, სტერილიზაცია;
  • მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში ხელშეწყობა;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების დასუფთვება და სხვა;

 

მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორციელების შედეგები

 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1500-ზე მეტი ნაგვის კონტეინერია განთავსებული, 300-მდე ურნა დგას რეკრეაციულ ზონებში და ცენტრალურ ქუჩებში;

  • ქალაქ ახალციხეს და ადმინისტრაციულ ერეთეულებს 7 ერთეული დიდი ტევადობის ნაგავმზიდი მანქანა და ამდენივე ეკიპაჟი ემსახურება;
  • დასუფთავების ღონისძიებებში ჩართულია 4 ერთეული მცირე ზომის სპეციალური ტრანსპორტი;
  • მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2 საქმიანი ეზო ფუნქციონირებს;
  • ნარჩენების შემკრები კონტეინერების სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმების დაცვის მიზნით ქალაქ ახალციხეში ფუნქციონირებს სამრეცხაო და შემუშავებულია კონტეინერების რეცხვის გრაფიკი;
  • გატარებული ღონისძიებების შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ დროისთვის აღარ არსებობს არცერთი სტიქიური ნაგავსაყრელი;
  • მუნიციპალიტეტში ამოქმედდა ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებელი;

 

დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ეფექტურად განსახორციელებლად განახლდა ავტო პარკი, მუნიციპალიტეტმა  შეიძინა სხვადასხვა სახის სპეცტექნიკა –  ქუჩების მომრეცხი საირიგაციო მანქანა, მტვერსასრუტი, თოვლმწმენდი, მარილმომყრელი მანქანა, ექსკავატორ-დამტვირთველი, ნაგავმზიდები და თვითმცლელი სატვირთო მანქანები.

ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი“-ს მიერ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყოველდღიურად იგვება 147 ათასი კვ. მეტრი ფართობი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით პერიოდულად ეწყობა დასუფთავების მასშტაბური აქციები. პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვადასხვა  საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან იწმინდება  რეკრეაციული ზონები, ქალაქისა და სოფლების შემოგარენი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა   ტურისტულ მარშრუტებს და ცენტრალურ საგზაო მაგისტრალებს.

გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გამწვანების ღონისძიებებს. ქალაქის რეაკრეაციულ ზონებში, გზისპირებზე, ცენტრალურ პარკსა და სკვერებში ირგვება სხვადასხვა ჯიშის ახალი ხე-მცენარეები. მათ მოვლა-პატრონობას მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ ,,ახალციხის სერვის ჯგუფის” თანამშრომლები.