სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 2025 წლის ანგარიში
30 აპრილი, 2026 2026-04-30 18:18სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 2025 წლის ანგარიში
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს გაეცნო.
დამსწრე აუდიტორიას სააღმზრდელო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა წარუდგინა.
2025 წელს, თანამედროვე სტანდარტების მქონე ორი ახალი, სოფელ აგარისა და ქალაქ ახალციხის №2 საბავშვო ბაგა-ბაღები გაიხსნა და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. განხორციელდა ბაღების ინტერნეტიზაცია და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა, განახლდა სამზარეულოები, შემუშავდა სეზონური კვების რაციონი, ხოლო პერსონალისთვის ახალი სპეციალური ფორმები შეიკერა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით ყველა ბაღისთვის ახალი სათამაშოები, წიგნები და საკანცელარიო მასალები შეიძინა. მოხდა დასაქმებული პერსონალის სხვადასხვა მიმართულებით გადამზადება. შემუშავდა უსაფრთხოების გეგმა და დამონტაჟდა ვიდეო კამერები.
შეხვედრაზე ქალაქ ვალის, სოფელ სხვილისისა და სოფელ წყრუთის საბავშვო ბაგა-ბაღებს ექვს წლიანი ავტორიზაციის გავლასთან დაკავშირებით სერტიფიკატები გადაეცათ.
შეხვედრას მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, მისი მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და ბაგა-ბაღების მენეჯერები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა დადებითად შეაფასეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიში და წარმატებები უსურვეს მიმდინარე წელსაც.

