ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური
28 მაისი, 2026 2026-05-28 1:43ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ევა იველაშვილი
ელ.ფოსტა: eva.ivelashvili@akhaltsikhe.gov.ge
ადმინისტრაციული სამსახური შედგება 5 განყოფილებისგან:
- საქმის წარმოების განყოფილება
- ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
- ლოჯისტიკის განყოფილება
- საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება
- იურიდიული განყოფილება
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
- ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
- საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;
- მერიის მუშაობის შედეგების საინფორმაციო, სტატისტიკური ბაზის წარმართვა და ანალიზი, მერიაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მერიის არქივის წარმოება;
- მერის, მერის მოადგილეების თათბირების ორგანიზება;
- საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;
- კომპეტენციის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით სამთავრობო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებთან ურთიერთობა;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მოწვეული სტუმრების მერიის მიერ დახვედრის, მიღებისა და გაცილების ორგანიზება;
- სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წერილებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადება;
- მინდობილობის საფუძველზე, მერიის კანონიერი ინტერესების სამართლებრივი დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
- მერიის საქმიანობიდან გამომდინარე გასაფორმებელი ხელშეკრულების/მემორანდუმების მომზადება;
- სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.