ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება
28 მაისი, 2026 2026-05-28 20:35ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება
ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება“
დირექტორი – ტარიელ არბოლიშვილი
მისამართი: ქალაქი ახალციხე, კეცხოველის ქუჩა № 6
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება“ დაფუძნებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ და განსაზღვრავს მის მიზნებს და ფუნქციებს.
იურიდიული პირის მიზნებია
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის, სათავე ნაგებობების, მაგისტრალური მილსადენების, რეზერვუარებისა და შიდა ქსელების ტექნიკურად გამართული ფუნქციონირებისათვის ზრუნვა და ზედამხედველობა;
- მოსახლეობისათვის ბუნებრივი სარწყავი არხებით და მექანიკური სატუმბი სადგურების საშუალებით, სარწყავი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბებისა და წყალსაცავების გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
იურიდიული პირის ფუნქციებია:
- ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე, თვითმმართველობის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სარწყავი სისტემის მართვა, მოვლა-პატრონობა, განვითარებასა და სრულყოფაზე ზრუნვა;
- საირიგაციო სისტემის შენობა-ნაგებობათა დაცვა, მექანიკურ საშუალებათა რემონტი, არხების გაწმენდა-შეკეთება და მილსადების აღდგენა-მოწყობა;
- ელექტრომოწყობილობების აღდგენა, რემონტი და საჭიროებების შემთხვევაში ახლის მშენებლობა და სათადარიგო ნაწილებით მომარაგება;
- მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც უფლებამოსილებას არ ახორციელებს შესაბამისი პროვაიდერი, არსებული სასმელი წყლის სათავე- ნაგებობის, მაგისტრალის და შიდა ქსელის სისტემის მოვლა-შენახვა და ქსელის ტექნიკური დაზიანების შემთხვევაში მისი აღმოფხვრა, აღდგენა და სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
- საზოგადოებრივ სარგებლობაში არსებული სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის აღდგენა-რეაბილიტაცია და გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა;
- შესაბამისი სამსახურის რეკომენდაციითა და მათი ჩართულობით სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და რეზერვუარების სადეზინფექციო სამუშაოების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე უკანონოდ მიერთებასთან დაკავშირებით ზედამხედველობის განხორციელება და ასეთის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილების ფარგლებში, აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება
- მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე უკანონო მიერთების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შესაბამისი სამსახურისათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, სარგებლობაში არსებული საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების წყალმომარაგების უზრუნველყოფა და საკანალიზაციო ქსელის აღდგენა/რეაბილიტაცია;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხელოვნურ ტბებსა და წყალსაცავებზე ზრუნვა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა სათევზაო-რეკრეაციული პირობების შექმნა.