ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი

ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“

დირექტორი – ვერა ბარძიმაძე

მისამართი: ქალაქი ახალციხე, კოსტავას ქ. N18.

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“    დამფუძნებელია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც ზედამხედველობას უწევს მის საქმიანობას.

იურიდიული პირის  მიზნები და ამოცანებია:

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პენსიონერის, მარტოხელას, უკიდურესად გაჭირვებული, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული, მარტოხელა, სოციალურად დაუცველი მოქალაქის ხელშეწყობა;
  • უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთათვის თავშესაფრის უზრუნველყოფა (ღამის გასათევი ფართი, ჰიგიენის დაცვის საშუალებები და სხვა.) კეთილმოწყობილი სათანადო გარემოთი.

„ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“    უფასო სასადილოში კვებით მოსარგებლე ბენეფიციართა ჩარიცხვას ახდენს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვრულია:

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა პენსიონერები, რომელთაც არ ჰყავთ საკვების მიმწოდებელი;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება ან/და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მოქმედი სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 75000.