ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება

ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – ლელა ზაზაძე

მისამართი: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის №2

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“  დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ.

იგი შედგება ადმინისტრაციისგან და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საბავშვო ბაგა-ბაღებისგან.  დაწესებულება  28  საბავშვო ბაგა-ბაღს აერთიანებს, მათ შორის ქალაქში 8, ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებში 20 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს.

 იურიდიული პირის მიზნები და ამოცანებია:

  • ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო სასწავლო პროცესების გამართული ფუნქციონირება, კვების ორგანიზება და უზრუნველყოფა;
  • საბავშვო ბაგა-ბაღებში სანიტარული ნორმების დაცვაზე, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და საკომუნიკაციო სისტემების გამართულ მუშაობაზე კონტროლის განხორციელება;
  • ახალი სასწავლო წლისა და ზამთრის სეზონისათვის შესაბამისი სამუშაოების/ღონისძიებების ორგანიზებას და კოორდინაცია.
  • აღსაზრდელებისათვის სრულფასოვანი კვების რაციონის შედგენა, საბავშვო ბაგა-ბაღებს უზრუნველყოფა შესაბამისი ინვენტარით, სათამაშოებით, სასწავლო რესურსებით და სხვა.