ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება

ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება

ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება“

 დირექტორი- გიორგი ჟუჟუნაძე

მისამართი: ქალაქი ახალციხე, შ. რუსთაველის ქუჩა №124

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება“ დაფუძნებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ.

გაერთიანება მოიცავს –  3 კულტურის სახლს, 13  ბიბლიოთეკას, 13  ახალგაზრდულ ცენტრს, მუსხის  სკოლა  მუზეუმს და  ანსამბლ  ,,მესხეთს“.

 გაერთიანების მიზნები და ამოცანები:

  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტის და ქართული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
  • ეროვნული ფასეულობების სისტემაში კულტურის მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრება და მისი როლის განმტკიცება;
  • საზოგადოების კულტურული და სოციალური თვითშეგნების ესთეტიური განვითარების სრულყოფის ხელშეწყობა;
  • სახელმწიფო სტრუქტურებთან და ხელოვნების სფეროში მოქმედ კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის განვითარება;
  • საზოგადოებისა და ხელოვნების მოღვაწეთა ურთიერთდამოკიდებულების სტიმულირება, ხელოვნების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის გაღვივება;
  • თვითმმართველ ერთეულში ხელოვნების სფეროში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა მომავალი პროფესიული განვითარებისთვის ხელშეწყობა;
  • ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია;
  • არსებული მატერიალურ-კულტურული ბაზის გამოყენებით ერთობლივი პროექტების განხორციელება სპორტის, კულტურისა და ხელოვნების დარგში;
  • ახალგაზრდების მოზიდვა და ჩართვა წრე-სტუდიებსა და კულტურულ ღონისძიებებში;
  • ტრადიციული ფოლკლორის დარგების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
  • სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა;
  • კულტურული და სპორტული ხასიათის მქონე გუნდების/ჯგუფების შექმნა და მათი განვითარების ხელშეწყობა;
  • ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნება, გამდიდრება, რეგისტრაცია და მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლი და სხვა;

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანება“ გაწევრიანებულია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებულ საბიბლიოთეკო ასოციაციაში, საიდანაც  სისტემატიურად იღებს წიგნებს ბიბლიოთეკებისათვის. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ყოველწლიურად  ხდება ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდების განახლება

კულტურის სახლებსა და  ახალგაზრდულ  ცენტრებში მოქმედებს  ქართული ხალხური ცეკვების შემსწავლელი, სპორტული, სახვითი ხელოვნებისა და  დრამატული წრეები,  მუსხის სკოლა-მუზეუმში  ფუნქციონირებს მატყლის დამუშავების და ქსოვის შემსწავლელი  წრე.

ახალგაზრდების  ჩართულობით  სისტემატიურად ტარდება  სხვადასხვა  სპორტული და   კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები.   „ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანებაში“ შემავალი ანსამბლი  ,, მესხეთი“,  წარმატებით მონაწილეობს,  როგორც ადგილობრივ, ისე   საქართველოს  მასშტაბით  გამართულ  კულტურულ ღონისძიებებში.