ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანება
28 მაისი, 2026 2026-05-28 20:46ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანება
ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანება“
დირექტორი – ზიგმუნდ ზილბერშტეინი
მისამართი: ქალაქი ახალციხე, ასპინძის ქუჩა №44
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანება არის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, მასობრივი სპორტის განვითარების და საქართველოს ეროვნული ნაკრებებისთვის სპორტსმენების მომზადებისკენ ორიენტირებული იურიდიული პირი. მისი დამფუძნებელია ახალციხის მუნიციპალიტეტი.
„ახალციხის სპორტულ გაერთიანებაში“ 16 სპორტული სექცია ფუნქციონირებს. სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდები ფეხბურთის, კალათბურთის, მძლეოსნობის, კრივის, ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის, ძალოსნობის, შერეული ორთაბრძოლების, კიკ-ბოქსინგის, კარატეს, ტაეკვონდოს, მკლავჭიდის, ფეხბურთის, რაგბის, ჭადრაკის სექციებში სრული დაფინანსებით სწავლობენ.
არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა შესაძლებლობას იძლევა, მოსწავლე-ახალგაზრდებმა კეთილმოწყობილ, თანამედროვე სტანდარტების მქონე გარემოში ივარჯიშონ და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. გაერთიანების დაქვემდებარებაშია ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩა №124-სა და ასპინძის ქუჩა №44-ში მდებარე სპორტული კომპლექსები.
გაერთიანების მიზნები და ფუნქციები:
- ბავშვთა და მოზარდთა ჩაბმა სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება;
- საქართველოს ეროვნული ნაკრებებისთვის სპორტსმენების მომზადება;
- ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და დამკვიდრება, მასობრივი სპორტის განვითარება;
- „ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტულ გაერთიანებაში არსებული სპორტის სახეობების მიხედვით, მუნიციპალიტეტისა და ეროვნული ნაკრების კანდიდატებისა და პერსპექტიული სპორტსმენების მზადების ორგანიზება და რეზერვის მომზადება;
- მოსწავლეთათვის (სპორტსმენთათვის), მუნიციპალური და ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისათვის მატერიალურ-ტექნიკური საწვრთნელი ბაზის შექმნა შესაბამისი სახეობების მიხედვით;
- სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების უზრუნველყოფა, ღონისძიებების საკუთარი გრაფიკის შემუშავება და განხორციელება;
- საქართველოს ნაკრები გუნდის წევრების მზადების ხელშეწყობა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებისათვის, ოლიმპიური თამაშებისათვის და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობისათვის;
- საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების (ფედერაციების) ინიცირებით სპორტულ-მეთოდური საქმიანობის განხორციელება, მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
- გაერთიანება უზრუნველყოფს სასპორტო საწვრთნელ საქმიანობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში, კოორდინაციას უწევს იურიდიული პირის ბაზაზე შექმნილ კლუბებს და ახორციელებს მათ მონაწილეობას სხვადასხვა ჩემპიონატებში.