ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა

ა(ა)იპ  „სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა“

დირექტორი – ირმა დავლაშერიძე

მისამართი: ქალაქი ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქუჩა 2

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი  „სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა“ დაფუძნებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ.

იურიდიული პირი შედგება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი სამი სამუსიკო სკოლისგან:

  • „სკოლის გარეშე სახელოვნებო დაწესებულება -აწყურის სამუსიკო სკოლა“
  • „სკოლის გარეშე  სახელოვნებო  დაწესებულება – ვალის  სამუსიკო სკოლა“
  • „სკოლის გარეშე სახელოვნებო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლა“

 

იურიდიული პირის მიზნები და ამოცანები: 

  • სამუსიკო სკოლამ მოსწავლეებს მისცეს დაწყებითი 6 წლიანი სამუსიკო განათლება, სათანადო კვალიფიკაციის მქონე პედაგოგთა მეშვეობით;
  • განახორციელოს დაწყებითი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამა და საფუძველი ჩაუყაროს მოსწავლის აზროვნების, ემოციური სამყაროს და ნებისყოფის ფორმირებას, მის გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდას;
  • ხელი შეუწყოს ეროვნული კულტურის წარმოჩენას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და დაამყაროს კონტაქტები შესაბამის დაწესებულებებთან;
  • სამუსიკო სკოლამ, შესაბამისი პირობების შექმნით ხელი შეუწყოს პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას და ამ გზით მის შენარჩუნებას;
  • მოამზადოს მოსწავლეები სწავლის გასაგრძელებლად შესაბამისი სახელოვნებო, პროფესიული და აკადემიური განათლების მიზნით;
  • სამუსიკო სკოლის დამთავრებისას გაიცემა „სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის“ მიერ გაცემული შესაბამისი საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს, გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიო ხელოვნების კლასიკური ნიმუშები, იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიური გემოვნების ჩამოყალიბებაზე;
  • მოამზადოს აქტიური მსმენელი და საბაზო-საორიენტაციო საფეხურზე სწავლის გამგრძელებელი სათანადო კონტიგენტი, გამოუმუშაოს მოსწავლეებს სამყაროს მხატვრული აღქმისა და საკუთარი ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევები, ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული აქტივობებით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა წარმოადგენს საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ აქტიურ მაღალპროფესიულ დაწესებულებას. სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ  უფასოდ დაეუფლონ ცოდნას  საფორტეპიანო, სავიოლინო, საგუნდო,  ფლეიტისა და დასარტყამი ინსტრუმენტების  განხრით.