ახალციხის სამხატვრო სკოლა
30 მაისი, 2026 2026-05-30 5:23ახალციხის სამხატვრო სკოლა
ა(ა)იპ „სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამხატვრო სკოლა“
დირექტორი – ნანა ნათენაძე
მისამართი – ქალაქი ახალციხე, კეცხოველის ქუჩა №6
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქალაქ ახალციხის სამხატვრო სკოლა“ დაფუძნებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ.
იურიდიული პირის მიზნები და ამოცანებია:
- მოსწავლეებს მისცეს დაწყებითი 6 წლიანი სამხატვრო განათლება, სათანადო კვალიფიკაციის მქონე პედაგოგთა მეშვეობით;
- სამხატვრო სკოლაში განახორციელოს დაწყებითი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამა;
- საფუძველი ჩაუყაროს მოსწავლის აზროვნების, ემოციური სამყაროს და ნებისყოფის ფორმირებას, მის გონებრივ და ესთეტიკურ აღზრდას;
- შესაბამისი პირობების შექმნით ხელი შეუწყოს მოსწავლის ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას და ამ გზით მის შენარჩუნებას;
- გამოუმუშაოს მოსწავლეებს სამყაროს მხატვრული აღქმისა და საკუთარი ინტერპრეტაციების უნარ-ჩვევები, ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული აქტივობებით;
სკოლა მრავალფეროვან სასწავლო პროგრამას სთავაზობს მოსწავლეებს. აქ, ისინი უფასოდ ეუფლებიან ხატვას, ფერწერას, მოდელირებას, გამოყენებით ხელოვნებას, კომპოზიციაზე, ქანდაკებაზე, მინანქარზე, კერამიკაზე, თექაზე მუშაობას და სხვა.