ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური

ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  – ევა იველაშვილი

ელ.ფოსტა: eva.ivelashvili@akhaltsikhe.gov.ge

 ადმინისტრაციული სამსახური შედგება 5 განყოფილებისგან:

  • საქმის წარმოების განყოფილება
  • ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
  • ლოჯისტიკის განყოფილება
  • საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილება
  • იურიდიული განყოფილება

 

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
  • საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;
  • მერიის მუშაობის შედეგების საინფორმაციო, სტატისტიკური ბაზის წარმართვა და ანალიზი, მერიაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მერიის არქივის წარმოება;
  • მერის, მერის მოადგილეების თათბირების ორგანიზება;
  • საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით სამთავრობო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებთან ურთიერთობა;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მოწვეული სტუმრების მერიის მიერ დახვედრის, მიღებისა და გაცილების ორგანიზება;
  • სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წერილებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის მომზადება;
  • მინდობილობის საფუძველზე, მერიის კანონიერი ინტერესების სამართლებრივი დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • მერიის საქმიანობიდან გამომდინარე გასაფორმებელი ხელშეკრულების/მემორანდუმების მომზადება;
  • სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.