შიდა აუდიტის სამსახური
28 მაისი, 2026 2026-05-28 1:55შიდა აუდიტის სამსახური
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ქეთევან ინასარიძე
ელ.ფოსტა: ketevan.inasaridze@akhaltsikhe.gov.ge
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
- მერიის სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციული ერთეულების და მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია;
- მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად.