ზედამხედველობის სამსახური

ზედამხედველობის სამსახური

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ალექსანდრე ჭაღიაშვილი

ელ.ფოსტა: a.chaghiashvili@akhaltsikhe.gov.ge

 ზედამხედველობის სამსახური  შედგება  3 განყოფილებისგან:

  • მუნიციპალური პროექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობისგანყოფილება
  • ნაგებობების ექსპლუატაციისა და ლეგალიზების განყოფილება
  • მუნიციპალური ინსპექციის განყოფილება

 

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო და სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტებთან;
  • ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე, შესრულებული სამუშაოების განხორციელებაზე ტექნიკური ზედამხედველობა, ფარული და შუალედური სამუშაოების შემოწმება;
  • გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დადგენის თაობაზე არსებული ნორმატივების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, საგზაო მოძრაობის რეგულირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულების და მათი არსებულ კანონმდებლობასთან (ნორმატივებთან) შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;
  • ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა.