ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი

ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი

 ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი

 დირექტორითორნიკე ხმალაძე

მისამართი: ქალაქი ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა 10 ა

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი“ დაფუძნებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ.

 

მისი მიზნები და ამოცანებია:

  • დადგენილი ტარიფების შესაბამისად მუნიციპალიტეტის ტრანსპორტით მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის მომსახურება;
  • მუნიციპალური და საქალაქთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტის ერთიან სამარშუტო ქსელში მოძრაობის ოპერატიული მართვა;
  • სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების ადგილას ელექტრონული საინფორმაციო დაფების განლაგება და მათი მართვა;
  • საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების გამართული ფუნქციონირება, მოვლა-პატრონობა;

 

იურიდიული პირის დაქვემდებარებაშია თანამედროვე  სტანდარტებით  აღჭურვილი   18  სამგზავრო ავტობუსი  და ფორდის ტიპის 3 მიკროავტობუსი. ავტობუსები   47  მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ხოლო ფორდის ტიპის,  M2 კატეგორიის  მიკროავტობუსები 18 მგზავრზეა გათვლილი.

ქალაქ ახალციხეში,  შიდა საქალაქო მარშრუტებზე  მგზავრობის ღირებულება  50 თეთრია,  ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით მგზავრობის საფასური 1 ლარს შეადგენს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით,  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში   სხვადასხვა კატეგორიის სოციალურ ჯგუფებისთვის მოქმედებს გარკვეული სახის შეღავათები.

მუნიციპალური ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასოდ მგზავრობის უფლება აქვთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან პირებს;
  • ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.

 

გარდა ამისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტით  რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი ტარიფით  – 50% – იანი ფასდაკლებით მგზავრობის უფლება აქვთ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. 

 

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოქმედი სამგზავრო მარშრუტები:

 1 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე, მიხეილ თამარაშვილის ქუჩა – შოთა რუსთაველის ქ. 113-125

2  მარშრუტი –  ქალაქი ახალციხე, ადიგენის ქუჩა – ზარზმელის ქუჩა

3 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა (რაბათის ცენტრი) – შოთა რუსთაველის ქუჩა (საავადმყოფო)

4 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე – სოფელი მინაძე – სოფელი ღრელი

5 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე – ქალაქი ვალე

6 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე – სოფელი აწყური

7 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე – საყუნეთი – ტყემლანა – გაღმა აწყური – თისელი

8 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე – აგარა – წინუბანი – გურკელი  – ზიკილია

9 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე –  სოფელი კლდე

10 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე – სხვილისი – დიდი პამაჯი – წინუბანი –  წყალთბილა – ნაოხრები – ქალაქი ვალე

11 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე – აბი – საძელი – ყულალისი – პატარა პამაჯი – დიდი პამაჯი

12 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე – წირა – მიქელწმინდა – წყრუთი

13 მარშრუტი – ქალაქი   ახალციხე  – სოფელი ანი

14 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე  – სოფელი ჭვინთა  – სოფელი ელიაწმინდა

№ 15 მარშრუტი  – ქალაქი ახალციხე  – სოფელი პატარა წირა – სოფელი ტატანისი – სოფელი სვირი – სოფელი ბოგა

16 მარშრუტი –  ქალაქი ახალციხე – სოფელი წყორძა – სოფელი ურაველი – სოფელი ხეოთი

17 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე – სოფელი ანდრიაწმინდა  – სოფელი მუსხი

18 მარშრუტი –  ქალაქი  ახალციხე – გიორგიწმინდა – ფერსა – მუგარეთი – ქალაქი ახალციხე – ვალის მე-2 შახტის დასახლება

19 მარშრუტი – ქალაქი ახალციხე,  მერაბ კოსტავას ქუჩა №191 – ბექა ჯაყელის I ჩიხი – კლინიკა „იმედი“

20  მარშრუტი – ქალაქი  ახალციხე,  გორის ქუჩა N39 – გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა