ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება
28 მაისი, 2026 2026-05-28 20:44ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება
ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – ლელა ზაზაძე
მისამართი: ქალაქი ახალციხე, შალვა ახალციხელის №2
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება“ დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ.
იგი შედგება ადმინისტრაციისგან და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საბავშვო ბაგა-ბაღებისგან. დაწესებულება 28 საბავშვო ბაგა-ბაღს აერთიანებს, მათ შორის ქალაქში 8, ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებში 20 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს.
იურიდიული პირის მიზნები და ამოცანებია:
- ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო სასწავლო პროცესების გამართული ფუნქციონირება, კვების ორგანიზება და უზრუნველყოფა;
- საბავშვო ბაგა-ბაღებში სანიტარული ნორმების დაცვაზე, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და საკომუნიკაციო სისტემების გამართულ მუშაობაზე კონტროლის განხორციელება;
- ახალი სასწავლო წლისა და ზამთრის სეზონისათვის შესაბამისი სამუშაოების/ღონისძიებების ორგანიზებას და კოორდინაცია.
- აღსაზრდელებისათვის სრულფასოვანი კვების რაციონის შედგენა, საბავშვო ბაგა-ბაღებს უზრუნველყოფა შესაბამისი ინვენტარით, სათამაშოებით, სასწავლო რესურსებით და სხვა.