ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება

ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება

()იპახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება

დირექტორიტარიელ არბოლიშვილი

მისამართი: ქალაქი ახალციხე, კეცხოველის ქუჩა 6

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება“ დაფუძნებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ და   განსაზღვრავს მის მიზნებს და ფუნქციებს.

 იურიდიული პირის მიზნებია

  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის, სათავე ნაგებობების, მაგისტრალური მილსადენების, რეზერვუარებისა და შიდა ქსელების ტექნიკურად გამართული ფუნქციონირებისათვის ზრუნვა და ზედამხედველობა;
  • მოსახლეობისათვის ბუნებრივი სარწყავი არხებით და მექანიკური სატუმბი სადგურების საშუალებით, სარწყავი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბებისა და წყალსაცავების გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

 

იურიდიული პირის ფუნქციებია:

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე, თვითმმართველობის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სარწყავი სისტემის მართვა, მოვლა-პატრონობა, განვითარებასა და სრულყოფაზე ზრუნვა;
  • საირიგაციო სისტემის შენობა-ნაგებობათა დაცვა, მექანიკურ საშუალებათა რემონტი, არხების გაწმენდა-შეკეთება და მილსადების აღდგენა-მოწყობა;
  • ელექტრომოწყობილობების აღდგენა, რემონტი და საჭიროებების შემთხვევაში ახლის მშენებლობა და სათადარიგო ნაწილებით მომარაგება;
  • მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც უფლებამოსილებას არ ახორციელებს შესაბამისი პროვაიდერი, არსებული სასმელი წყლის სათავე- ნაგებობის, მაგისტრალის და შიდა ქსელის სისტემის მოვლა-შენახვა და ქსელის ტექნიკური დაზიანების შემთხვევაში მისი აღმოფხვრა, აღდგენა და სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
  • საზოგადოებრივ სარგებლობაში არსებული სასმელი წყლისა და საკანალიზაციო ქსელის აღდგენა-რეაბილიტაცია და გამართული ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა;
  • შესაბამისი სამსახურის რეკომენდაციითა და მათი ჩართულობით სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და რეზერვუარების სადეზინფექციო სამუშაოების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე უკანონოდ მიერთებასთან დაკავშირებით ზედამხედველობის განხორციელება და ასეთის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილების ფარგლებში, აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება
  • მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე უკანონო მიერთების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შესაბამისი სამსახურისათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, სარგებლობაში არსებული საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების წყალმომარაგების უზრუნველყოფა და საკანალიზაციო ქსელის აღდგენა/რეაბილიტაცია;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხელოვნურ ტბებსა და წყალსაცავებზე ზრუნვა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა სათევზაო-რეკრეაციული პირობების შექმნა.