ახალციხის სერვის ჯგუფი
28 მაისი, 2026 2026-05-28 20:33ახალციხის სერვის ჯგუფი
ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი“
დირექტორი – გაგა ღავთაძე
მისამართი: ქალაქი ახალციხე, კეცხოველის ქუჩა №6
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ახალციხის სერვის ჯგუფი“ დაფუძნებელია ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ.
იურიდიული პირის მიზნები და ამოცანებია:
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების, ბაღების, სკვერების, საერთო სარგებლობის თავშეყრის ადგილების დაგვა/დასუფთავება, მოვლა/პატრონობა, ნარჩენების შეგროვება/გატანა, კეთილმოწყობა;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების სისტემის მოვლა/პატრონობა, აღდგენა/რეაბილიტაცია;
- საყოფაცხოვრებო და მყარი ნარჩენების შეგროვება და განათავსების ადგილებზე ტრანსპორტირება;
- სანიაღვრე ბუნკერების შეკეთება/აღდგენა;
- სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა;
- მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნარგავების და ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა;
- საზოგადოებრივი სარგებლობისა და თავშეყრის ობიექტების, სანაგვე ბუნკერების, დერატიზაცია, დეზინფექცია, დეზინსექცია;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზების, ხიდების, საფეხმავლო ბილიკებისა და სხვა საგზაო ნაგებობების, სხვადასხვა საგზაო ნიშნების მოვლა/პატრონობა, აღდგენა/რეაბილიტაცია;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა გასართობი ატრაქციონების, გარე გამოყენების სპორტული მოწყობილობების აღდგენა/რეაბილიტაცია;
- საერთო სარგებლობის სველი წერტილების მოვლა/პატრონობა, აღდგენა/რეაბილიტაცია;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიკედლებული ცხოველების იმუნიზაცია, კასტრაცია, სტერილიზაცია;
- მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში ხელშეწყობა;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების დასუფთვება და სხვა;
იურიდიული პირის დაქვემდებარებაშია სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა – ქუჩების მომრეცხი საირიგაციო მანქანა, მტვერსასრუტი, თოვლმწმენდი, მარილმომყრელი მანქანა, ექსკავატორ-დამტვირთველი, ნაგავმზიდები, თვითმცლელი სატვირთო მანქანები და სხვა.
მუნიციპალიტეტში 2 საქმიანი ეზო ფუნქციონირებს, ქალაქ ახალციხეს და ადმინისტრაციულ ერეთეულებს 7 ერთეული დიდი ტევადობის ნაგავმზიდი მანქანა და ამდენივე ეკიპაჟი ემსახურება, დასუფთავების ღონისძიებებში ჩართულია ასევე 4 ერთეული მცირე ზომის სპეციალური ტრანსპორტი;