სიახლეები & მოვლენები

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

news1
სიახლეები

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

სოფლების თისელის, ტყემლანის და აწყურის მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, მათი მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

საერთო კრებებსა და საკონსულტაციო შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტეს, თუ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

ძირითად პრიორიტეტებად სოფლებში – თისელსა და აწყურში გარე განათება, ხოლო სოფელ ტყემლანაში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასახელდა.

პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებაც დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტისათვის თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

კალენდარი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930